„Companion for BRAVIA“ აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება და ძალაში შესვლის თარიღი: 2022 წლის 4 აპრილი

წინამდებარე კონფიდენციალურობი პოლიტიკა („კონფიდენციალურობის პოლიტიკა“) გამოიყენება აპლიკაციისთვის „Companion for BRAVIA“ („აპლიკაცია“). აპლიკაცია არის თქვენს ტელევიზორთან აპლიკაციის დაკავშირების საშუალებით სატელევიზიო მაუწყებლობის არხების სიის რედაქტირების პროგრამა. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, როდესაც ჩვენ ვამბობთ „Sony“, „ჩვენ“ „ჩვენი“ და „ჩვენს“, ვგულისხმობთ Sony Corporation-ს, რომლის მისამართია 1-7-1 Konan, Minato-ku, Tokyo 108-0075, Japan (იაპონია). Sony მოქმედებს როგორც მონაცემთა მაკონტროლებელი (როგორც ეს ტერმინი განმარტებულია მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციაში ((EU) 2016/679) ან რაიმე სხვა ადგილობრივ შესაბამის კანონში ან განაწესში), მან შეიძლება შეაგროვოს და თავი მოუყაროს გარკვეულ ინფორმაციას თქვენ შესახებ, ასევე ამ აპლიკაციის და/ან თქვენი ტელევიზორის შესახებ. ეს უფრო კონკრეტულად არის განმარტებული წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

კონფიდენციალურობის ამ პოლიტიკაში „Sony ჯგუფის კომპანიები“ გულისხმობს Sony-ის მშობელ კომპანიასა და ასეთი მშობელი კომპანიის მიერ იურიდიულად კონტროლირებულ ყველა უწყებას (ტერმინი „კონტროლი“ ამ კონტექსტში გულისხმობს ამ კორპორაციების სააქციო კაპიტალის არანაკლებ ორმოცდაათი პროცენტის (50%) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობას, ან ძალაუფლებას, რეალურად აკონტროლოს ამ უწყებების მენეჯმენტის გადაწყვეტილებები).

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოიყენება მხოლოდ აპლიკაციისთვის და წარმოადგენს Sony ჯგუფის კომპანიის ან რომელიმე მესამე მხარის იმ პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფის ან სერვისების სხვა კონფიდენციალურობის დებულებების დამატებას, რომლებთანაც თქვენ გაქვთ ურთიერთობა.

1. ძირითადი საკითხების შეჯამება

2. რა შეგროვებულ მონაცემებს მოიპოვებს Sony თქვენ შესახებ?

Sony-მ შეიძლება მიიღოს შემდეგი მონაცემები, რომლებიც ავტომატურად შეგროვდება მისი აპლიკაციიდან („შეგროვებული მონაცემები“). ზოგიერთი შეგროვებული მონაცემი თქვენი იურისდიქციის შესაბამისი კანონის მიხედვით შეიძლება ჩაითვალოს პერსონალურ ინფორმაციად.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი წვდომა შეგროვებულ მონაცემებზე, მაგრამ შეიძლება დავამუშაოთ შეგროვებული მონაცემები „Firebase Google Analytics“ და „Firebase Crashlytics“ (ერთობლივად „Firebase“) სისტემების მეშვეობით.

3. როგორ იყენებს SONY შეგროვებულ მონაცემებს?

გარდა ამისა, თქვენთვის აპლიკაციის ფუნქციებისა და მახასიათებლების მოსაწოდებლად Sony იყენებს „შეგროვებულ მონაცემებს“ შემდეგი მიზნებისთვის:

(i) SONY-ის პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესება და განვითარება

Sony იყენებს შეგროვებულ მონაცემებს SONY-ის მიმდინარე და მომავალი პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად და გასავითარებლად, როდესაც თქვენ ირჩევთ ვარიანტს „თანახმა ვარ, დავეხმარო პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებაში“.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ თქვენი თანხმობა აყალიბებს კანონიერ საფუძველს იმისთვის, რომ SONY-მ დაამუშაოს შეგროვებული მონაცემები SONY-ის პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის ევროკავშირის კანონის (მონცემების დაცვის ზოგადი რეგულაცია, მუხლი 6 (1) (a)) შესაბამისად.

(ii) მხარდაჭერის უზრუნველყოფა

Sony ასევე დაამუშავებს შეგროვებულ მონაცემებს ჩვენი მომხმარებლების მხარდაჭერისთვის.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი დამუშავების იურიდიული საფუძველი არის მონაცემთა დამუშავების ზოგადი რეგულაციის მუხლი 6 (1) (f), Sony-ის კანონიერი ინტერესების მიზნებისთვის აუცილებელი.

(iii) Sony ჯგუფის კომპანიებისა და ჩვენი კლიენტების დაცვა

Sony-მ შეიძლება შეაგროვოს და/ან გააკეთოს შეგროვებული მონაცემების ანალიზი, რათა გამოავლინოს შესაძლო უსაფრთხოების პრობლემები და დაიცვას Sony, Sony ჯგუფის კომპანიები და ჩვენი კლიენტები.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი დამუშავების იურიდიული საფუძველი არის მონაცემთა დამუშავების ზოგადი რეგულაციის მუხლი 6 (1) (f), Sony-ის კანონიერი ინტერესების მიზნებისთვის აუცილებელი.

(iv)მოთხოვნილი კანონით

შეგროვებული მონაცემები შეიძლება გაზიარებული იქნეს სახელმწიფო უწყებებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან და შიგთავსის მფლობელებთან, თუ მოთხოვნილია კანონით.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი დამუშავების იურიდიული საფუძველი არის მონაცემთა დამუშავების ზოგადი განაწესის მუხლი 6 (1) (c), აუცილებელი კანონიერი ვალდებულების შესასრულებლად.

4. კიდევ ვის აქვს წვდომა შეგროვებულ მონაცემებზე?

(i) Sony ჯგუფის კომპანიები

Sony მიანდობს Sony Europe B.V.-ს, იმოქმედოს როგორც დამმუშავებელმა შეგროვებული მონაცემების დამუშავებით ზემოთ აღწერილი მიზნებისთვის და Sony Europe B.V. შეგროვებულ მონაცემებზე წვდომას განახორციელებს Firebase-ის საშუალებით.

თუ დაუკავშირდებით ადგილობრივ Sony ჯგუფის კომპანიებს აპლიკაციასთან დაკავშირებული კითხვებით, Sony-მ შეიძლება გაუზიაროს შეგროვებული მონაცემები ამ Sony ჯგუფის კომპანიებს, მოთხოვნის დამუშავებაში დასახმარებლად. Sony-მ შეიძლება სხვაგვარად გაუზიაროს შეგროვებული მონაცემები Sony ჯგუფის კომპანიებს ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც აღწერილია თავში „3. როგორ იყენებს SONY შეგროვებულ მონაცემებს?".

(ii) სერვისის მომწოდებლები

Sony-მ და Sony ჯგუფის კომპანიებმა შეიძლება გამოიყენონ მესამე მხარის სერვისის მომწოდებლები მათი სახელით შეგროვებული მონაცემების შესანახად და დასამუშავებლად ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც აღწერილია თავში „3. როგორ იყენებს SONY შეგროვებულ მონაცემებს?". ასეთი მესამე მხარეების სერვისებში შედის, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, Firebase, რომელსაც უზრუნველყოფს ჩვენი დამმუშავებლის სახით მოქმედი Google Inc. („Google“).

იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ, როგორ იყენებს Google მიღებულ ინფორმაციას, ეწვიეთ გვერდს:
https://policies.google.com/privacy

(iii) ბიზნესის გადაცემა

იმ შემთხვევაში თუ Sony ან Sony ჯგუფის კომპანია გაყიდის ან გადასცემს ბიზნესს ან მის ნაწილს, შეგროვებული მონაცემები შეიძლება Sony-ის ან ასეთი Sony ჯგუფის კომპანიის მიერ გადაეცეს მყიდველ ან მიმღებ სუბიექტს, როგორც ტრანზაქციის ნაწილი, მათ შორის გაყიდვის ან გადაცემის კეთილსაიმედოობის კომპლექსური შემოწმების ფარგლებში. Sony გააგრძელებს შეგროვებული მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას ასეთი ტრანზაქციის დასრულებამდე, ხოლო ასეთი ტრანზაქციის შემდეგ Sony წაშლის შეგროვებულ მონაცემებს ასეთი ტრანზაქციისთვის პრაქტიკულობით ნაკარნახევი გონივრული დროის განმავლობაში.

(iv) სახელმწიფო უწყებები / სამართალდამცავი ორგანოები

შეგროვებული მონაცემები შეიძლება გაზიარდეს სახელმწიფო უწყებებსა და/ან სამართალდამცავ ორგანოებთან, თუ ეს მოთხოვნილია შესაბამისი კანონმდებლობით.

(v) სხვა დამოუკიდებელი მესამე მხარეები

Sony-მ და Sony ჯგუფის კომპანიებმა შეიძლება გაამჟღავნონ შეგროვებული მონაცემები აუდიტორებთან ან მსგავს გარეშე კონსულტანტებთან, როგორებიც არიან იურისტები ან საგადასახადო მრჩეველები, რომ დაიცვან და აღასრულონ კანონიერი უფლებები (მაგ., გამოყენების წესების დაცვა და შესრულება) და როგორც Sony ჩათვლის აუცილებლად ჩვენი იურიდიული ვალდებულებების შესრულებისთვის.

5. მონაცემთა შენარჩუნება, შეგროვებული მონაცემების მართვა

Sony შეინახავს შეგროვებულ მონაცემებს 6 თვის განმავლობაში, Google-ის მიერ შეგროვებიდან. თუ განცხადებული თანხმობის გაუქმება გსურთ, ნებისმიერ დროს გახსენით [●●●] > [ინფო] > [კონფიდენციალურობა]. თანხმობის გაუქმების შემდეგ Sony შეწყვეტს „Firebase“-ის სერვისების გამოყენებას.

6. შეგროვებული მონაცემების ქვეყნის გარეთ გადაცემა

შეგროვებული მონაცემები დამუშავდება, შეინახება და გადაცემული იქნება ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც აღწერილია თავში „3. როგორ იყენებს SONY შეგროვებულ მონაცემებს?”, თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის/რეგიონის ფარგლებს გარეთ ქვეყნებში/რეგიონებში, მათ შორის იაპონიაში და შეერთებული შტატებში.

როდესაც ინფორმაცია გადაიცემა ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ფარგლებს გარეთ, გაერთიანებულ სამეფოში ან შვეიცარიაში ჩვენთვის, ან მესამე მხარისთვის, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ, რამდენადაც ასეთ ქვეყნებში/რეგიონებში არ არსებობს ევროპული მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ანალოგიური უსაფრთხოება, მოვირგებთ შესაბამის ზომებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იქნება ადეკვატურად დაცული ამ ქვეყნებში/რეგიონებში. კონკრეტულად, ჩვენ შეიძლება ვისარგებლოთ ევროპული კომისიის გამოქვეყნებული სტანდარტული შეთანხმების წესებით. როდესაც შეგროვებული მონაცემები EEA-დან ან გაერთიანებული სამეფოდან გადაიცემა იაპონიაში, მონაცემთა დაცვის ადეკვატური დონე დადასტურებულია ევროპული კომისიის ზომების საკმარისობის გადაწყვეტილებით..

7. უსაფრთხოება

Sony იღებს სათანადო უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც შემუშავებულია დაკარგვის, არასწორად გამოყენების ან შეგროვებული მონაცემების შეცვლისგან დასაცავად. მართალია Sony მოწოდებულია დაიცვას შეგროვებული მონაცემები, მაგრამ Sony-ს არ შეუძლია ჩვენთვის ამ აპლიკაციის საშუალებით გადაცემული ან Sony-ს მიერ თავის სისტემაში შენახული ან მესამე მხარის კონტრაქტორების სისტემაში შენახული რაიმე შეგროვებული მონაცემის უსაფრთხოების გარანტირება.

8. ბავშვებთან დაკავშირებული პოლიტიკა

Sony მოწოდებულია შეასრულოს ბავშვების შესახებ შეგროვებული მონაცემების შეგროვებას, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი კანონი და განაწესი.

ეს აპლიკაცია გათვლილია ზოგად აუდიტორიაზე, აპლიკაცია არ არის მიმართული და გააზრებულად არ აგროვებს პერსონალურ ინფორმაციას 16 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ. თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის/რეგიონის მიხედვით, ბავშვის ზღვრული ასაკი შეიძლება განსხვავდებოდეს.

თუ ხართ მშობელი ან მეურვე და გაწუხებთ, რომ თქვენმა შვილმა Sony-ს მიაწოდა პერსონალური მონაცემები/პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (როგორც განსაზღვრულია შესაბამისი კანონით) თქვენი თანხმობის გარეშე, უნდა დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

9. კონფიდენციალურობის უფლებები EEA, გაერთიანებული სამეფოს ან შვეიცარიის მაცხოვრებლებისთვის

თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA), გაერთიანებულ სამეფოში ან შვეიცარიაში, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი უფლებებით მონაცემთა დაცვის ევროპული კანონმდებლობის გარკვეული პირობების შესაბამისად თქვენს შეგროვებულ მონაცემებთან დაკავშირებით:

მოცემული უფლებები შეიძლება იყოს შეზღუდული, მაგალითად, თუ თქვენი თხოვნის შესრულებას შეიძლება მოყვეს სხვა პირის პირადი მონაცემების გამოაშკარავება, ან თუ გვთხოვთ ისეთი ინფორმაციის წაშლას, რომლის შენახვა ჩვენთვის სავალდებულოა კანონის შესაბამისად ან რომლის შენახვის კანონიერი ინტერესები გაგვაჩნია.

ასევე გაქვთ იმ ქვეყნის/რეგიონის მონაცმეთა დაცვის მაკონტროლებელ უწყებაში ჩივილის უფლება, სადაც ცხოვრობთ, მუშაობთ ან თვლით, რომ მონაცემთა დაცვის დარღვევას ჰქონდა ადგილი – თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ დაგეხმარებით მოთხოვნის ან წუხილის გარკვევაში, რაც შეიძლება ჩვენ მიერ თქვენი შეგროვებული მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით გქონდეთ.

10. ცვლილებები

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება განახლდეს რაიმე მიზეზით. Sony შეგატყობინებთ ან მოგთხოვთ თანხმობას (როდესაც საჭირო იქნება შესაბამისი კანონით) ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებებზე.
რეკომენდებულია გადახედოთ გამოქვეყნებულ კონფიდენციალურობას ცვლილებების გასაცნობად.

11. საკონტაქტო ინფორმაცია

თუ რაიმე გაინტერესებთ ან გაქვთ შეკითხვა კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან ჩვენ მიერ თქვენი შეგროვებული მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, ან თუ გსურთ შეგროვებულ მონაცემებთან დაკავშირებით თქვენი კანონიერი უფლებების გამოყენება ან მოთხოვნა, დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) ან შვეიცარიაში: ჩვენი წარმომადგენელი EEA-სა და შვეიცარიაში არის Sony Europe B.V., ჰოლანდიური კომპანია, რომლის იურიდიული მისამართია Taurusavenue 16, 2132LS Hoofddorp, Netherlands (ნიდერლანდები). EEA-სა და შვეიცარიაში ჩვენს წარმომადგენელთან ელფოსტით დაკავშირება შეგიძლიათ მისამართზე: privacyoffice.SEU@sony.com. ასევე შეგიძლიათ მიწეროთ Sony Europe B.V.-ს ზემოთ მითითებულ მისამართზე ან The Privacy Office c/o Sony Europe Legal Department, The Heights, Brooklands, Weybridge, Surrey KT13 0XW, The United Kingdom (გაერთიანებული სამეფო), ან დაუკავშირდეთ თქვენს Sony-ს ადგილობრივ კომპანიას ვებგვერდის მისამართზე http://sony-europe.com.

ჩვენი წარმომადგენელი გაერთიანებულ სამეფოში არის Sony Europe B.V., ჰოლანდიური კომპანია, რომლის გაერთიანებული სამეფოს ფილიალის ბიზნეს მისამართი არის The Privacy Office, The Heights, Brooklands, Weybridge, Surrey KT13 0XW, The United Kingdom (გაერთიანებული სამეფო). გაერთიანებულ სამეფოში ჩვენს წარმომადგენელთან დაკავშირება შეგიძლიათ ელფოსტით: privacyoffice.SEU@sony.com. ასევე, შეგიძლიათ მიწეროთ The Privacy Office c/o Sony Europe Legal Department, The Heights, Brooklands, Weybridge, Surrey KT13 0XW, United Kingdom (გაერთიანებული სამეფო), ან თქვენს Sony-ს ადგილობრივ კომპანიას ვებგვერდის მისამართზე: http://sony-europe.com.